aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

BBC: რუსების მიერ გახსნილი დერეფნები, ხალხს ბელარუსში და რუსეთში უშვებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ირკვევა, რომ რუსი სამხედროების მიერ გახსნილი ზოგიერთი ჰუმანიტარული დერეფანი მხოლოდ ბელორუსის ან რუსეთის ტერიტორიაზე უშვებს ხალხს, -აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, რუსული საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti-ს მიერ გამოქვეყნებული ევაკუაციის მარშრუტები აჩვენებს, რომ დერეფანი კიევიდან ბელორუსში ხალხის გასვლას გულისხმობს, ხარკოვიდან კი მხოლოდ რუსეთისკენ მიმავალ დერეფანს.

მარიუპოლისა და სუმის დერეფნები იძლევა შესაძლებლობას მიაღწიოთ როგორც უკრაინის ქალაქებს, ასევე რუსეთს”, –  იუწყება საინფორმაციო სააგენტო AFP.

ცნობისთვის, რუსეთი აცხადებს, რომ ცეცხლს შეწყვეტს, რათა მშვიდობიანმა მოქალაქეებმა ევაკუაცია შეძლონ.

იტვირთბა....