ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პრემიერი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით” – რა განცხადებით პასუხობს საგარეო უწყება ამერიკის საელჩოს

საგარეო საქმეთა სამინისტრო ამერიკის საელჩოს პასუხობს – დარჩიაშვილის უწყება განცხადებას ავრცელებს.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-ში პრემიერი მართლაც მიიწვიეს, თუმცა იმ დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა რუსული კანონის განხილვა, რაც უწყების შეფასებით, “პარტნიორობის სულისკვეთებას არ შეესაბამება”.

მათივე ცნობით, ამის თაობაზე ქართულმა მხარემ აშშ-ის ელჩს დეტალური განმარტება წარუდგინა.

დღეს გავრცელდა აშშ-ის ელჩის განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მიწვეული იყვნენ აშშ-ში, რაზეც ქართულმა მხარემ უარი თქვა. ამასთან დაკავშირებით, გვსურს განვმარტოთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა. დათქმით ვიზიტის განხორციელება არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობაზე უნდა იყოს დაფუძნებული, რასთან დაკავშირებითაც აშშ-ის ელჩს დეტალური განმარტება წარედგინა,” – აღნიშნულია განცხადებაში.

 

იტვირთბა....