ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დღეს შედგება – დელეგაციები ბელარუსში ჩავიდნენ

უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დღეს შედგება,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მისივე ცნობით, ორი ქვეყნის დელეგაცია ბელორუსში გაემგზავრა – რუსული მხარე უკვე ადგილზე იმყოფება.

ამასთან, უკრაინის დელეგაციის წევრმა დავით არახამიამ მედიას დაუდასტურა, რომ ის და მისი კოლეგებიც გზაში არიან. მოლაპარაკებები დღეს 15:00 საათზე უნდა დაიწყოს.

ცნობისთვის, რუსეთი აცხადებს, რომ ცეცხლს შეწყვეტს, რათა მშვიდობიანმა მოქალაქეებმა ევაკუაცია შეძლონ.

“ბიბისი” იუწყება, რომ რუსების მიერ გახსნილი დერეფნები, ხალხს ბელარუსში და რუსეთში უშვებს.

ბოლო მონაცემებით, უკრაინელმა სამხედროებმა ოდესასთან ახლოს, რუსული გემი ჩაძირეს.

იტვირთბა....