aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

BBC: რუსეთი აცხადებს, რომ ცეცხლს შეწყვეტს, რათა მშვიდობიანმა მოქალაქეებმა ევაკუაცია შეძლონ

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსეთი აცხადებს, რომ ცეცხლს შეწყვეტს, რათა უკრაინის ქალაქებიდან მშვიდობიანმა მოქალაქეებმა ევაკუაცია შეძლონ, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, რუსეთი ორშაბათს გახსნის ახალ ჰუმანიტარულ დერეფნებს უკრაინის რამდენიმე ქალაქში, რათა მშვიდობიანი მოსახლეობას ევაკუაციის საშუალება მიეცეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ცეცხლის შეწყვეტა ადგილობრივი დროით 10:00 საათიდან (08:00 GMT) შესრულდება, ევაკუაციის მარშრუტები შეიქმნა დედაქალაქ კიევში, ასევე ხარკოვში, მარიუპოლში და სუმიში.

ყველა ეს ქალაქი ამჟამად რუსეთის მნიშვნელოვანი თავდასხმის ოპერაციის ქვეშ იმყოფება – უკრაინის ოფიციალური პირები ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებენ.

შეგახსენებთ, რომ შაბათ-კვირას, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის მარშრუტის გასახსნელად ორი მცდელობა ჩაიშალა.

უკრაინის ოფიციალური პირების ცნობით, ამის მიზეზი გახდა ის, რომ რუსეთი აგრძელებდა ქალაქის დაბომბვას შეთანხმებული ცეცხლის შეწყვეტის საათებში.

იტვირთბა....