ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის სატელევიზიო ანძა დააზიანეს

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის სატელევიზიო ანძა დააზიანეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მისივე ცნობით, ამ დროისთვის ხარკოვში სატელევიზიო მაუწყებლობა შეწყდა.

რეგიონის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის სპიკერმა ევგენი ვასილენკომ განაცხადა, რომ მაშველების წინასწარი ინფორმაციით, რუსული თვითმფრინავი პავლოვოს პოლუსზე სატელევიზიო ანძას დაეჯახა.

ცნობისთვის, რუსეთის შეჭრიდან დღემდე უკრაინაში 360-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

იტვირთბა....