ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ხდება დღეს ან მოხდება ხვალ, სრულად ეკისრება ხელისუფლებას… კანონპროექტის მეორედ ინიცირება იყო პროვოკაცია” – ზურაბიშვილი

“პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ხდება დღეს ან მოხდება ხვალ, ზეგ, ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას… [რუსული] კანონპროექტის მეორედ ინიცირება იყო პროვოკაცია,” – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ელჩებთან შეხვედრისას განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს იმ განცხადებებისთვის, რომმელიც საქართველოს და მისი ევროპული გზის მხადასაჭერად გაკეთდა.

“მსურს, რომ ამ შეხვედრებს რეგულარული ხასიათი მიეცეს, რათა ინფორმაცია მოგაწოდოთ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც მნიშვნელოვან გზაჯვარედინზეა, როგორც ყველა თქვენგანი ხედავს. მსურს, მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და თქვენს ხელისუფლებას, ოფიციალურ წარმომადგენლებს, იმ განცხადებებისთვის, რომლებიც გაკეთდა საქართველოს მხარდასაჭერად, საქართველოს ევროპული გზის მხარდასაჭერად. დღევანდელი დღის გზავნილი არის, რომ ნამდვილად საქართველოს ევროპული გზა ნარჩუნდება, როგორც ეს წერია ჩვენს კონსტიტუციაში. საქართველოსთვის ერთადერთი გზა არის და ეს არის კონსტიტუცია, რომლის დასაცავად ვარ აქ და ამავდროულად, მე წარმოვადგენ და ვიცავ საქართველოს მოსახლეობის ხმას, ახალგაზრდებისას, რომლებიც ქუჩებში არიან გამოსულები ძალიან მშვიდობიანად და პასუხისმგებლობიანად, თუმცა ასევე, დანარჩენი მოსახლეობის ხმასაც, რომლებიც ქუჩაში არ დგანან, მაგრამ იზიარებენ ევროპულ პერსპექტივას და გეგმას მრავალი წლის განმავლობაში და გამოხატეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სურვილი, ასევე მრავალი წლის განმავლობაში. როდესაც ჩვენ ამ დემონსტრაციებს ვხედავთ, რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ მე არ ვარ დემონსტრაციის არც ერთი მოძრაობის ლიდერი, მე ვარ ქვეყნის პრეზიდენტი, უბრალოდ, მხარს ვუჭერ იმას, რაც ხდება ჩვენი ევროპული ნების კვალდაკვალ.

ასევე, ძალიან ყურადღებით ვარ იმის მიმართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყნისთვის და ეს არის სტაბილურობა. მსურს ვთქვა, რომ პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ხდება დღეს ან მოხდება ხვალ და ზეგ, რა თქმა უნდა, სრულად ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას, რადგან სწორედ მათ დააინიცირეს მოვლენების ეს განვითარება, რომელიც არსაიდან მოვიდა, როდესაც მთელი ქვეყანა გაერთიანებული იყო ევროპულ გზაზე კანდიდატის სტატუსის მონიჭებისას დეკემბერში, რომელიც ასევე სრულად იყო გაერთიანებული, როდესაც ჩვენი ფეხბურთის გუნდი გავიდა ევროპის ჩემპიონატზე და სრულიად მოულოდნელად საქართველოს ხელისუფლებამ დააბრუნა ძალიან პროვოკაციული კანონი უცხოურ აგენტებთან დაკავშირებით უკვე მეორედ, და ასევე მთელი რიგი კანონებისა, რომლებსაც ერთმანეთის მიყოლებით ვეტოს ვადებ, რაც ეწინააღმდეგება რეკომენდაციებს, რომლებიც უნდა შევასრულოთ თუ გვსურს ვიხილოთ მოლაპარაკებების გახსნა წლის ბოლოს ან მალევე ამის შემდეგ. ასე რომ ამის გაკეთება იყო პროვოკაცია ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც უხაროდ იმის დანახვა თუ როგორ გაიხსნა ევროკავშირის კარი, ეს იყო ძალადობა ადამიანებზე, რომლებიც ყოველთვის აღიქმებოდნენ რომ ევროკავშირი იყო ჩვენი გრძელვადიანი უსაფრთხოების საუკეთესო დამცველი და ასევე დაცვის საშუალება რუსეთის ნებისმიერი შემდგომი იმპერიალისტური მცდელობების წინააღმდეგ,” – აცხადებს პრეზიდენტი.

იტვირთბა....