ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

🎥 “ბოდიში იმ სიტყვების გამო, რომლებიც გამოყენებული იყო იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც 33 წელია ეხმარებიან საქართველოს განვითარებაში” – პრეზიდენტი

“ვიხილეთ ძალადობა ჩვენს პარტნიორებზეც და მინდა დავაფიქსირო ჩემი ბოდიში იმ სიტყვების გამო, რომლებიც გამოყენებული იყო იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც 33 წელია ეხმარებიან საქართველოს განვითარებაში. სახელმწიფო უწყებები, ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, კულტურული ინფრასტრუქტურა, რომელიც იცავს საქართველოს იდენტობას — ყველა პროგრამა თქვენი ქვეყნებიდან, თქვენი ქვეყნების არასამთავრობოების მხრიდან, ემსახურება საქართველოს ინტერესებს და ეს ისაა, რაც საქართველოს მოქალაქეებმა ძალიან კარგად იციან და მსურს მათი სახელით მადლობა გადაგიხადოთ” — განაცხადა პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოების ელჩებთან შეხვედრისას.
შეხვედრის დროს მათ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს — პრეზიდენტი საქართველოს პარტნიორებს ბოდიშს უხდის ოლიგარქის და მისი გუნდის თავდასხმების გამო.

იტვირთბა....