ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

რუსი პროპაგანდისტი სერგეი კარნაუხოვი “ქართულ ოცნებას” სამხედრო დახმარებას სთავაზობს

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი და პოლიტოლოგ-პროპაგანდისტი სერგეი კარნა-უხოვი, “სალავიოვ-ლაივის” ეთერში ამბობს, რომ აქციები თბილისში შეერთებული შტატებიდან არის მხარდაჭერილი, საბოლოო მიზანი კი მაიდანის მოწყობაა.

ის ამტკიცებს, რომ რომ ამ ყველაფრის გამო საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა რუსეთისგან სამხედრო დახმარებაც დასჭირდეს, რაც რუსი ძალოვნებისთვის ძალიან მარტივი ამოცანა იქნება. კარნა-უხოვი ასევე ამბობს, რომ საჭიროა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან ჩამოშორება.

“მათი საბოლოო მიზანია სააკაშვილი გაიყვანონ ციხიდან, მოაწყონ ქართული მაიდანი, ფეხზე დააყენონ ქართული ძალები და დაიწყონ სამხედრო აგრესია აფხაზეთისა და ოსეთის წინააღმდეგ. მათ ეს სჭირდებათ, რადგან ამის გარეშე ძალიან რთულია უკრაინიდან ჩვენი ძალების გამოყვანა. ჩვენ ძალიან მტკიცე ქმედებები უნდა გვქონდეს, რომ საქართველო დავარწმუნოთ, რომ შესაძლებელია მოგვმართონ სამხედრო დახმარებისთვის, რათა დავეხმაროთ მათ კისერი მოუგრიხონ იმ ტერორისტ ნაგვებს, რომლებმაც ახლა თავი წამოყვეს. რა საკვირველია უნდა მოაშორონ ზურაბიშვილიც, რა საჭიროა ის. საერთოდაც, პრო-ამერიკული ძალებისგან უნდა გათავისუფლდნენ. საქართველო ბოლომდე უნდა გაიწმინდოს” – ამბობს კარნა-უხოვი.

იტვირთბა....