ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

გაერო: რუსეთის თავდასხმის შემდეგ, უკრაინაში 360-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

რუსეთის შემოჭრიდან დღემდე უკრაინაში 360-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის (OHCHR) განცხადებაში ვკითხულობთ.

ტექსტში ნათქვამია, რომ 1,123 მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა, მათ შორის 364 დაიღუპა და 759 დაშავდა, თუმცა რეალური მაჩვენებლები სავარაუდოდ “საკმაოდ მაღალია” – CNN დამოუკიდებლად ვერ ამოწმებს დაღუპულთა რიცხვს.

“დაღუპულთა შორის 74 მამაკაცი, 42 ქალი, 8 ბიჭი და 4 გოგონა, ასევე 13 ბავშვი და 223 ზრდასრულია, რომელთა სქესი უცნობია. სულ დაშავებულთა შორისაა 67 მამაკაცი, 48 ქალი, 11 გოგონა და 2 ბიჭი, ასევე 28 ბავშვი და 603 ზრდასრული“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაეროს უმაღლესი კომისარი თვლის, რომ „რეალური მაჩვენებლები მნიშვნელოვნად მაღალია“, განსაკუთრებით მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ბოლო დღეებში, სადაც დაღუპულთა შესახებ მონაცემები დაგვიანებულია.

იტვირთბა....