„ჩვენ ვაპირებთ 2016 წელს არჩევნებში მონაწილეობას, მათ შორის მოგებას,” – განაცხადა „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის” დამფუძნებელმა, ზურა ჯაფარიძემ.
„ჩვენი პროგრამის მთავარი არსია გადასახადების შემცირება, რათა მეტი ფული დარჩეს ქვეყნის ეკონომიკაში და გაიზარდოს სწრაფად, რაც ბუნებრივად გულისხმობს იმას, რომ მთავრობის ზომა, ანუ სახელმწიფო ბიუროკრატია უნდა შემცირდეს. 19 სამინისტროდან უნდა დავტოვოთ 8 სამინისტრო და ბიუჯეტი დღეს არსებული 10-11 მლრდ-დან, შემცირდეს 8 მლრდ-მდე. სახელმწიფომ აღარ აიღოს ახალი ვალები, არ გამოიწვიოს ინფლაცია, ბიუჯეტი არ იყოს დეფიციტური”, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ჯაფარიძის თქმით, ეკონომიკური პროგრამა იქნება წინაასაარჩევნო პროგრამის ნაწილი. „ეს არის მხოლოდ ეკონომიკური ნაწილი და ჩვენი მომზადებული სექტორული რეფორმები იქნება ეს, ჯანდაცის, განათლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა თუ თავდაცვის და ა.შ. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი იქნება წინასაარჩევნო პროგრამის ნაწილი. ჩვენ ვაპირებთ 2016 წელს არჩევნებში მონაწილეობას, მათ შორის მოგებას და რომ მოვიგებთ მერე ამ ყველაფერს გავაკეთებთ”, – აღნიშნა მან.
“მეტრონომი” გთავაზობთ ,,გირჩის” – ს ეკონომიკურ პროგრამის მოკლე აღწერას:
- უნდა გაუქმდეს მოგების გადასახადი,
- უნდა გაუქმდეს საშემოსავლო გადასახადი,
- უნდა გაუქმდეს ქონების გადასახადი,
- უნდა გაუქმდეს იმპორტზე გადასახადი და
- დაშვებული უნდა იქნას თავისუფალი სავალუტო რეჟიმი.
- ბიუჯეტი შემცირდება 7,931,411,683 ლარამდე, რაც სავსებით საკმარისია მთავრობის ფუნქციონირებისთვის.
- შეძლებული მოქალაქეები უნდა ეხმარებოდნენ გაჭირვებულებს და არა პირიქით!
- უნდა დავეხმაროთ ოჯახს და არა ინდივიდს;
- უნდა დავეხმაროთ გაჭირვებულებს და არა ყველას;
- უნდა დავეხმაროთ ფულით და არა სახელმწიფო სერვისებით (ფინური მოდელი).
- დღეს სოციალურ დახმარებებზე იხარჯება დაახლოებით 4,5 მილიარდი ლარი, მაგრამ მაინც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს 432,622 მოქალაქე. ვინაიდან ეს დახმარება ყველაზე ნაწილდება ერთნაირად, მდიდარზეც და ღარიბზეც.
- მიწები, რომელთაც ჰყავს ტრადიციული მესაკუთრე უნდა დაურეგისტრირდეს მფლობელებს;