ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

ზელენსკის საგანგებო მიმართვა: მიჩნდება აზრი, რომ თქვენც გინდათ, ჩვენ დაგვხოცონ…ჩაკეტეთ საჰაერო სივრცე

მიჩნდება აზრი, რომ თქვენც გინდათ, ჩვენ დაგვხოცონ…ჩაკეტეთ საჰაერო სივრცე, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა სპეციალურ მიმართვაში განაცხადა, რითიც პარტნიორ ქვეყნებს მიმართა.

მისივე თქმით, დღეიდან ეს როგორც დასავლელი ლიდერების, ისევე საერთაშორისო პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაცაა.

“რუსები ჩვენი ინფრასტრუქტურისა და ცხოვრების განადგურების, რომელსაც ჩვენ და ჩვენი წინაპრები აშენებდნენ აგრძელებენ. რამდენიმე დღეა, ვიმეორებთ, რომ რუსული რაკეტებისა და ავიაციისთვის უკრაინის ცა ჩაკეტეთ. შექმენით ჰუმანიტარული დერეფნები. ჩვენ ადამიანები ვართ და ჩვენი დაცვა თქვენი მოვალეობაა. თუ ამას არ გააკეთებთ ან თავის დასაცავად თვითმფრინავებს არ გადმოგვცემთ, მაშინ მიჩნდება აზრი, რომ თქვენც გინდათ, ჩვენ დაგვხოცონ. დღეიდან ეს როგორც დასავლელი ლიდერების, ისევე საერთაშორისო პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაცაა”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომის შეჩერების პირობა დაასახელა.

იტვირთბა....