ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

ვლადიმერ პუტინი განმარტავს, რა შემთხვევაში შეაჩერებს ომს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ უკრაინაში რუსული სამხედრო ოპერაციის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კიევი შეწყვეტს საომარ მოქმედებებს და შეასრულებს მოსკოვის მოთხოვნებს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

საუბრისას პუტინმა დაადასტურა „რუსული მხარის მზადყოფნა უკრაინის ხელისუფლებასთან და უცხოელ პარტნიორებთან კონფლიქტის მოგვარების მიზნით დიალოგისთვის“.

“ამასთან დაკავშირებით ხაზგასმით აღინიშნა, რომ სპეცოპერაციის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კიევი შეწყვეტს საომარ მოქმედებებს და შეასრულებს რუსეთის ცნობილ მოთხოვნებს.

გამოითქვა იმედი, რომ მოლაპარაკებების დაგეგმილი შემდეგი რაუნდის დროს უკრაინის წარმომადგენლები გამოიჩენენ უფრო კონსტრუქციულ მიდგომას, რომელიც სრულად ითვალისწინებს ახალ რეალობას“, – ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

პუტინი და ერდოღანი შეთანხმდნენ, რომ შეინარჩუნონ კონტაქტები ქვეყნების დიპლომატიური და სამხედრო დეპარტამენტების მეშვეობით.

კრემლის განცხადებაში ნათქვამია, რომ პუტინმა „დაადასტურა რუსული მხარის მზადყოფნა გაუწიოს ყველა საჭირო დახმარება თურქეთის მოქალაქეების საომარი მოქმედებების ზონებიდან უსაფრთხო ევაკუაციისთვის“.

იტვირთბა....