ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

Adobe და Payoneer რუსეთში მუშაობას წყვეტენ

ამერიკული კომპიუტერული პროგრამების კომპანია Adobe Inc. და ონლაინ ფულადი გზავნილებისა და ფინანსური მომსახურების სისტემა Payoneer რუსეთში მუშაობას წყვეტენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი, მიხაილ ფედოროვი ტელეგრამზე ავრცელებს.

შედეგად, რუსეთის მოქალაქეებს წვდომა ეზღუდებათ Adobe-ს მიერ შემუშავებულ ისეთ პროგრამებზე, როგორიცაა Photoshop, Illustrator, Adobe Premiere Elements და სხვები. ამასთან, “ადობეს” გადაწყვეტილებით, რუსული სახელმწიფო მედიები ვეღარ ისარგებლებენ მის ღრუბლოვან საცავებზე, რომელსაც კომპანიები ვებ სერვერებზე დიდი ოდენობით მონაცემების შესანახად იყენებენ.

ხოლო Payoneer-ის გასვლით რუსული ბაზრიდან, ადგილობრივ ფინანსისტებს უცხოელ კლიენტებთან მუშაობის შესაძლებლობა ეზღუდებათ.

“Adobe-მ რუსეთში თავისი მომსახურების და პროდუქტების გაყიდვები შეაჩერა. ასევე, რუსული სახელმწიფო მედიებისთვის წვდომა დაბლოკა საკუთარ ღრუბლოვან საცავებზე. რუსი ფინანსისტები კი ვერ შეძლებენ უცხოელ კლიენტებთან მუშაობას”, – წერს ფედოროვი.

რუსეთის მიერ, უკრაინაში სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, არაერთმა მსხვილმა ბრენდმა დატოვა რუსული ბაზარი, დღეს, ასევე ცნობილი გახდა, რომ Apple-ს შემდეგ, სანქციებს შეურთდა სმარტფონებისა და საოჯახო ტექნიკის ბრენდი Samsung.

იტვირთბა....