კომპანიამ Apple Inc. რუსეთის მასშტაბით ყველა სახის ტექნიკის გაყიდვები შეწყვიტა, შეზღუდა პროდუქციის ექსპორტი და მობილური გადახდის სისტემის Apple Pay მოქმედება შეაჩერა. ეს გადაწტვეტილება რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას უკავშირდება.
“შეშფოთებული ვართ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით და აგრესიის ყველა მსხვერპლს მხარდაჭერას ვუცხადებთ. ჩვენ ჩართული ვართ ჰუმანიტარული ძალისხმევის გაწევაში და წვლილი შეგვაქვს ლტოლვილთა კრიზის მიმართულებით”, – ნათქვამია “ეფლის” განცხადებაში.
გამოცემა Reuters-ის ცნობით, “ეფლ ფეისთან” ერთად, კომპანიამ რუსეთის მოქალაქეებს სხვა მომსახურებებიც შეუწყვიტა.
“ამ მასალის წერის მომენტში, მყიდველებს ჯერ კიდევ აქვთ “ეფლის” ინტერნეტ-მაღაზიაზე წვდომა, თუმცა, ნივთების კალათაში დამატებას უკვე ვეღარ ახერხებენ”, – წერს “როიტერი”.
აღსანიშნავია, რომ უკრაინაში ციფრული ტრანსფორმაციების მინისტრმა, მიმიხაილო ფედოროვმა Apple-ის აღმასრულებელ დირექტორს, ტიმ კუკს ღია წერილით მიმართა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთში “ეფლის” პროდუქციის და სერვისების მიწოდება შეეზღუდათ.
რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო.