ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

Samsung-ი რუსეთში საკუთარი პროდუქციის გაყიდვას წყვეტს

სამხრეთკორეული კომპანია Samsung-ი რუსეთში საკუთარ პროდუქციას აღარ შეიტანს. კერძოდ, ქვეყანაში წყდება სამსუნგის “სმარტფონების”, სამომხმარებლო ელექტროტექნიკის და ჩიპების ექსპორტი.

“ჩვენ ფიქრებით იმ ადამიანების გვერდით ვართ, რომლებიც დაზარალდნენ და ჩვენი პრიორიტეტია, უზრუნველვყოთ ჩვენი თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოება”, – ავრცელებს გამოცემა Bloomberg კომპანიის განცხადებას.

ამასთან, სამსუნგი 6 მილიონ დოლარს გაიღებს რეგიონში ჰუმანიტარული ღონიძიებებისთვის.

როგორც Bloomberg აღნიშნავს, Samsung-ს რუსეთში “სმარტფონების” ბაზრის 30% უჭირავს. მანამდე, რუსეთში საკუთარი პროდუქციის გაყიდვები Apple-მაც შეაჩერა.

იტვირთბა....