ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

,,საზოგადოება მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმ მხარდაჭერის შესრულებაში, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი გამოყოფს”-აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი

ალბათ დამეთანხმებით, რომ აზიის განვითარების ბანკი ვერ გააკეთებს პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარს, მაგრამ ვიტყვი, რომ სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმ მხარდაჭერის შესრულებაში, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი გამოყოფს, – ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია სასურველი კეთილდღეობის მიღწევაში.

“ვიტყვი, რომ აზიის განვითარების ბანკი აკვირდება ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, ვინაიდან პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა არის სასურველი კეთილდღეობის მიღწევის მნიშვნელოვანი საფუძველი. თავისთავად უფლებრივი ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებისთვის. სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმ მხარდაჭერის შესრულებაში, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი გამოყოფს. აზიის განვითარების ბანკი თანამშრომლობს სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა ერთიანი ძალისხმევით გაუმკლავდეს სიღარიბეს თუ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს”, – განაცხადა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა.

იტვირთბა....