ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

,,არ ვიცოდი, რომ კობახიძე „ჰამასის“ მომხრე იყო”- ამერიკელი პროფესორის პასუხი კობახიძეს

ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, ლუკ კოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც დერეკ შოლესთან საუბრისას გამოხატა გულწრფელი იმედგაცრუება 2020-2023 წლების ორი რევოლუციური მცდელობის გამო, რომელიც ამერიკის ყოფილი ელჩის მხარდაჭერით და გარედან დაფინანსებული „ენჯეოების“ მეშვეობით განხორციელდა.

„ეს იდიოტობაა“, – წერს ლუკ კოფი სოციალურ ქსელში.

ამასთან, კობახიძის კომენტართან დაკავშირებით, რომ დერეკ შოლესთან არ გამოუხატავს შეშფოთება ნიუ-იორკში სტუდენტების პროტესტის დარბევის გამო, ლუკ კოფი წერს: „არ ვიცოდი, რომ კობახიძე „ჰამასის“ მომხრე იყო“.

იტვირთბა....