ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

შს მინისტრი მის სავარაუდო გადადგომასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვაზე მის სავარაუდო გადადგომასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ამაზე საუბარი მთავრობაში არ ყოფილა და ეს არის მიზანმიმართული კამპანია.

გიორგი მღებრიშვილი: „არანაირი საუბარი ამის შესახებ არ ყოფილა. ვფიქრობ, რომ მიზანმიმართულად მიმდინარეობს ეს კამპანია ჩემს მიმართ და იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ჩემს შემცვლელებად სახელდებიან. მე ყველა მათგანს უდიდეს პატივს ვცემ, ისინი ჩემი მეგობრები არიან…. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არანაირი საუბარი ამ თემაზე არ ყოფილა“ – აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე კვირაში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი პოსტს დატოვებს და მას უშიშროების მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოადგილე იოსებ გოგაშვილი შეცვლის.

იტვირთბა....