ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რატი ბრეგაძე: არ უნდა დავუშვათ უკრაინის მსგავსი საზარელი სცენარის განვითარება საქართველოში

ჩვენი ამოსავალი არის და უნდა იყოს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა და არ უნდა დავუშვათ უკრაინის მსგავსი საზარელი სცენარის განვითარება საქართველოში, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლების მიზანმიმართული მუშაობა, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ უკრაინელი ხალხის კეთილდღეობისთვის და იმისთვის, რომ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად დავეხმაროთ ჩვენს მოძმე ხალხს, იქნება ადეკვატურად აღქმული უკრაინის ხელისუფლების მხრიდანაც. ომის დროს მომძლავრებულია ემოციები, უკრაინის ხელისუფლება უშუალოდ იმყოფება დაბომბვის ქვეშ, იღუპება ხალხი და ჩვენ ვხედავთ ენით აუღწერელ დიდ ადამიანურ ტრაგედიას. ნებისმიერი სცენარი, მათ შორის ძალიან ცუდი, შეიძლება მყისიერად გახდეს რეალური, როგორც ეს მოხდა უკრაინაში, ამიტომ ჩვენი ამოსავალი არის და უნდა იყოს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა და არ უნდა დავუშვათ მსგავსი საზარელი სცენარის განვითარება საქართველოში“, – განაცხადა ბრეგაძემ.

იტვირთბა....