საქართველოს პრეზიდენტს ექსპერტებმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის 4 კანდიდატურა წარუდგინეს. როგორც „ბიზნესკონტაქტისთვის“ გახდა ცნობილი, სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატები არიან: გიორგი ფაილოძე, გიორგი ბაქრაძე, ნია შარაშიძე და არჩილ იაკობაშვილი.
გიორგი ბაქრაძე, სებ-ის მოქმედი პრეზიდენტის და საბჭოს წევრის, გიორგი ქადაგიძის მრჩეველია, ნია შარაშიძე კი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეკონომისტი. გიორგი ფაილოძე ფინანსების მიმართულებით მუშაობს, ხოლო არჩილ იაკობაშვილი – ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.
სებ-ის საბჭოს წევრს, გიორგი ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა 2016 წლის თებერვალის ბოლოს ეწურება. ბანკის ახალი პრეზიდენტი საბჭოს წევრებმა უნდა აარჩიონ და შემდეგ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს წარუდგინონ დასამტკიცებლად. სებ-ის საბჭოს წევრს კი პარლამენტი ამტკიცებს.