ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“ლეგიტიმური განაცხადია” – შარლ მიშელი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს და აცხადებს, რომ ეს სრულიად ლეგიტიმური განაცხადია.

მისივე თქმით, დღეს უკრაინა მძიმე მდგომარეობაშია და დახმარება სჭირდება.

მიშელმა პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის გამოსვლის შემდეგ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა გადაწყვეტილებებს ელოდება.

“რამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტმა ზელენსკიმ გული გახსნა და გაიხსენა განაცხადი ევროკავშირში ოფიციალური წევრობისთვის. ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ… ეს რთული გადაწყვეტილებაა, მაგრამ ჩვენ უნდა შევიმუშაოთ გეგმა, რათა საბჭომ განიხილოს ეს საკითხი“, – განაცხადა მიშელმა.

ცნობისთვის, ამ დროისთვის ევროპარლამენტი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს განიხილავს.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ევროკავშირის უკრაინის მიმართ მხარდაჭერა მყარი და მტკიცეა.

იტვირთბა....