ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

ევროპარლამენტი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს განიხილავს

ევროპარლამენტი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს განიხილავს – პროცესზე უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი სიტყვით გამოვიდა და ევროპარლამენტარებს მიმართა.

ზელენსკი აცხადებს, რომ ევროკავშირის უკრაინის მიმართ მხარდაჭერა მყარი და მტკიცეა.

ევროპარლამენტმა უკრაინის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე მიიღო. ევროპარლამენტარები გაწევრიანების სპეციალურ პროცედურას იწყებენ.

ამ წუთებში ევროპარლამენტის სხდომა მიმდინარეობს.

შეხვედრის დასაწყისში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა და მოუწოდა ევროპას, მიიღონ უკრაინა ევროკავშირში.

მან გაიხსენა, რომ 28 თებერვალს ოფიციალურად მოაწერა ხელი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას.

შეგახსენებთ, 28 თებერვალს ბელარუს-უკრაინის საზღვარზე უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა . მათ შემდეგ მხარეები კონსულტაციებისთვის დედაქალაქში გაემგზავრნენ.

 

 

იტვირთბა....