ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

1 რუსი სამხედრო 300 დოლარი,1 რუსული ტანკი 250 000 გრივნა – ჩერნიგოვის მერი მოქალაქეებს ჯილდოს ჰპირდება

ქალაქი ჩერნიგოვის მერი, ვლადისლავ ატროშენკო გამოდის ინიციატივით, რომ საოუკუპაციო ძალების ჯარისკაცის ან ჯავშანტექნიკის განადგურების სანაცვლოდ მოქალაქეებს ჯილდო დაუწესონ.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ქალაქის მეთაურმა დაწერა მიმართვა ჩერნიგოვის ოლქის მაცხოვრებლებისადმი:

„დღეს ამ რუსი დამპყრობლების ამოცანა პირველ რიგში დედაქალაქია. ეს გასაგებია, მაგრამ რუსული ჯარების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩერნიგოვის მახლობლად არის. სურთ დაიპყრონ ქალაქი ჩერნიგოვი. რაც კი შეგიძლიათ, გააკეთეთ ყველაფერი, რათა არ მოხდეს სამხედრო ტექნიკის, საწვავი მასალების, იარაღის, რუსი ჯარისკაცების გავლა, რათა წინ არ წავიდნენ. ეს, პირველ რიგში, ჩრდილოეთ რეგიონების მცხოვრებლებს ეხება.

სამხედრო ექსპლუატაციისთვის ვლადისლავ ატროშენკომ დანიშნა მაღალი ჯილდოები. უკრაინელებს შეუძლიათ მიიღონ $300 მოკლული ან დატყვევებული მტრისთვის, 250,000 გრივნა ტანკისთვის, 200,000 გრივნა ქვეითი საბრძოლო მანქანისთვის და 150,000 გრივნა ჯავშანტექნიკისთვის”, – აცხადებს ჩერნიგოვის მერი.

რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარები არ წყვეტენ უკრაინის ტერიტორიის დაკავების მცდელობებს.

წუხელ და დილით აგრესორმა დაბომბა ხარკოვი , ოდესის ოლქი , კროპივნიცკი და უკრაინის სხვა რეგიონები.

“უკრაინის შეიარაღებული ძალები გაბედულად იცავენ უკრაინის საზღვრებს, ხოლო ტერიტორიული თავდაცვა და მოსახლეობა ჯარისკაცების დახმარებას ცდილობს.

იმისთვის, რომ ხალხი უფრო მეტად მოინდომოს მტრებთან წინააღმდეგობის გაწევისთვის, ხელისუფლება აწესებს ჯილდოს დამპყრობლების მკვლელობისა და მტრის აღჭურვილობის განადგურებისთვის”, – წერია ტექსტში.

როგორც UNIAN წერს, 4 დღის განმავლობაში რუსი დამპყრობლების დანაკარგებმა დაღუპულთა და დაჭრილებში  5,3 ათასზე მეტი ადამიანი შეადგინა.

ცნობისთვის,  ახტირკაში, რუს ოკუპანტებთან შეტაკებისას 70 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.

ამასთან, CNN-ის ცნობით, კიევთან რუსული სამხედრო კოლონა 64 კმ სიგრძეზეა განლაგებული და ქალაქის ბლოკადისთვის ემზადება.
იტვირთბა....