ახტირკაში, რუს ოკუპანტებთან შეტაკებისას 70 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„გუშინ მტრის არტილერიამ სამხედრო ნაწილზე იერიში მიიტანა. ცხედრების ნანგრევებიდან ამოყვანას აგრძელებენ, მუშაობს საგანგებო სიტუაციების სამსახური, მოხალისეები, ბევრი დაღუპულია, ახლა სასაფლაოზე ამზადებენ ადგილებს 70 დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცისთვის”, – წერს მედია.
ამასთან, მედიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მტრის მხრიდან ასევე დიდი დანაკარგები იყო.
“ქალაქში ბევრი რუსის ცხედარი იყო, ვაგროვებთ და წითელი ჯვრის თანამშრომლები სახლში გადაასვენებენ”, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.
ასევე გამოქვეყნდა დამპყრობლების მიერ განადგურებული სამხედრო ნაწილის ფოტოები, რომლის ნანგრევებიდან ჯარისკაცების ცხედრები ამოჰყავთ.