ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

ხერსონში რუსმა ოკუპანტებმა 2 ცხრასართულიანი კორპუსი დაბომბეს

ხერსონში რუსმა ოკუპანტებმა 2 ცხრასართულიანი კორპუსი დაბომბეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, უკრაინული მედია ავრცელებს.

მისივე ცნობით, კორპუსების მე-2 და მე-3 სართულები მთლიანად განადგურდა.

როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, მომხდარის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

როგორც UNIAN წერს, 4 დღის განმავლობაში რუსი დამპყრობლების დანაკარგებმა დაღუპულთა და დაჭრილებში  5,3 ათასზე მეტი ადამიანი შეადგინა.

ცნობისთვის,  ახტირკაში, რუს ოკუპანტებთან შეტაკებისას 70 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.

ამასთან, CNN-ის ცნობით, კიევთან რუსული სამხედრო კოლონა 64 კმ სიგრძეზეა განლაგებული და ქალაქის ბლოკადისთვის ემზადება.

იტვირთბა....