ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

რუსეთი დაღუპული სამხედროების ოჯახებს 50 დოლარს გადაუხდის

რუსეთი დაღუპული სამხედროების ოჯახებს 50 დოლარს გადაუხდის,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც მედია იუწყება, 50 დოლარი რუსულ კუპიურაზე 11 000 რუბლს ნიშნავს.

„დღევანდელი კურსით, პუტინმა თავისი მოქალაქის სიცოცხლე 50 დოლარად შეაფასა. 50 დოლარი რუსი ოკუპანტის სიცოცხლის ფასია!“, – ნათქვამია ანგარიშში.

როგორც UNIAN წერს, 4 დღის განმავლობაში რუსი დამპყრობლების დანაკარგებმა დაღუპულთა და დაჭრილებში  5,3 ათასზე მეტი ადამიანი შეადგინა.

ცნობისთვის,  ახტირკაში, რუს ოკუპანტებთან შეტაკებისას 70 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.

ამასთან, CNN-ის ცნობით, კიევთან რუსული სამხედრო კოლონა 64 კმ სიგრძეზეა განლაგებული და ქალაქის ბლოკადისთვის ემზადება.
იტვირთბა....