“მეტრონომი” გთავაზობთ ინტერვიუს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, რომელიც მან New Atlantic’s-ს მისცა. კვირიკაშვილი ინტერვიუში სხვადახვა საკითხებზე საუბრობს: NATO-სთან ურთიერთობაზე, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ურთიერთობა რუსეთთან, ოფიციალური თბილისის მოლოდინები დასავლელ პარტნიორებთან, განსაკუთრებით აშშ-თან, კვირიკაშვილის ეკონომიკური ხედვები.
გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე 2015 წლის დეკემბერში ირაკლი ღარიბაშვილი ჩაანაცვლა. კვირიკაშვილმა როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საქმეში. ახალი პრემიერ-მინსტრის თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ ევროკავშირსა და NATO გაწევრიანება ყველაზე დიდი პრიორიტეტია.
„ჩვენ მოლოდინები არ გვაქვს, რომ ეს პროცესი მალე დასრულდება, თუმცა ჩვენ პროგრესისთვის ბრძოლას განვაგრძობთ, რათა მივიღოთ სასურველი შედეგები“. -აცხადებს კვირიკაშვილი.
გთავაზობთ ინტერვიუს სრულ ვერსიას პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, რომელიც New Atlantic’s-მა გამოაქვეყნა.
როგორ აფასებთ ნატოს მიერ მონტენეგროს მიწვევას, თვლით, რომ შესაძლოა მსგავსი შეთავაზება საქართველომაც მიიღოს ან წევრობის სამოქმედო გეგმა ე.წ (MAP) ვარშავის სამიტზე ივლისში?
კვირიკაშვილი: უპირველეს ყოვლისა მინდა განვაცხადო, რომ მივესალმები მონტენეგროს ნატოში მიწვევას. ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ კავშირი აგრძელებს ღია კარის პოლიტიკას. ეს პოლიტიკა საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვემზადებით ალიანსის წევრობისთვის. ჩვენ ძალიან მოტივირებულები ვართ, რომ შევასრულოთ ყველა ის პრაქტიკული ამოცანა, რათა NATO-ს წევრი სახელმწიფოებისგან პოლიტიკური მხარდაჭერა მივიღოთ.
ამჟამად, საქართველოს თანამშრომლობა ალიანსთან ყველაზე მჭიდროა, რაც კი ოდესმე გვქონია. ჩვენ წარმატებით მოვახდინეთ ნატო-საქართველოს პაკეტის ინპლემენტაცია უელსის 2014 წლის სამიტზე. ყველაზე დიდი პროექტი, რომელიც ამ პაკეტმა მოგვიტანა იყო საწვრთნელი ცენტრის გახსნა საქართველოში 2015 წლის აგვისტოში. იმავე წელს ნატო-საქართველოს სამხედრო წვრთნები დაიწყო.
ჩვენი ქვეყანა მეორე ყველაზე დიდი კონტრიბუტორია ავღანეთის მისიაში. ნატოს სამშვიდობო მისიებში მონაწილეობით საქართველოს თავისი წვლილი შეაქვს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს და სხვა საკითხები გავლენას იქონიებს საქართველოს ინტეგრაციის საკითხზე.
– როგორ აპირებთ დაარწმუნოთ დასავლელი პარტნიორები, განსაკუთრებით შეერთებული შტატები, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკას ევრო-ატლანტიკური პრიორიტეტები აქვს და როგორ აპირებთ, რომ რეფორმებს უფრო ინტენსიური სახე მიეცეს?
კვირიკაშვილი: ევროპა და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქართველი ხალხის მტკიცე გადაწყვეტილებაა. საქართველოს არჩევანი განაპირობა იმ უნივერსალურმა ღირებულებებმა როგორებიცაა: დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, თავისუფლება. პირველადი რეფორმები ინსიტიტუტების გაძლიერების მიზნით უკვე განხორციელდა. ევროპა და ევრო-ატნაბტიკური ინტეგრაცია დაგვეხმარება სრულვყოთ ეს რეფორმები და მომავალში შევინარჩუნოთ ისინი.
– რა არის საქართველოს პრიორიტეტები აშშ-სთან ურთიერთობაში?
კვირიკაშვილი: აშშ საქართველოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტინიორია. ჩვენ მასთან ყველა სფეროში ინტენსიურად ვთანამშრომლობთ. პერსონალურად მინდა ვიყო ხიდი ორ ქვეყანას შორის. ძალიან კარგად მახსენდება, ჩემი ამერიკაში ილინოისის უნივერსიტეტში გატარებული სტუდენტობის წლები. სასიამოვნო დამთხვევაა, რომ პრეზიდენტ ობამასა და აშშ-ს ელჩს საქართველოში იან კელის კავშირები აქვთ ილინოისთან.
გარდა უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობისა, მინდა ეკონომიკური კუთხით თანამშრომლობა გავაძლიეროთ ორ ქვეყანას შორის. აშშ საქართველოს მე-9 ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია, წლიური ბრუნვით 355 მილიონი დოლარი. მჯერა, რომ თუ ეკონომიკური ურთიერთობა გაძლიერდება ეს ციფრი მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.
ვცდილობთ, აშშ დავარწმუნოთ საქართველოს ეკონომიკურ შესაძლებლობებში განსაკუთრებით სოფლისმეურნეობაში, ტრანსპორტსა და ენერგეტიკულ სფეროში.
ვფიქრობ, ახლა გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენი პარტნიორობის დონე ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ. საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობები უნდა გახდეს რეგიონში სტაბულურობის, ეკონომიკური განვითარების და დემოკრატიზაციის გარანტი.
– Atlantic Council გასულ წელს წერდა, რომ რუსეთი საქართველოს უსაფრთხოებისთვის მთავარი გამოწვევაა. კმაყოფილი ხართ იმ შედეგებით, რაც საქართველომ მიიღო რუსეთთან ე.წ გადატვირთვის პოლიტიკითა და და ჟენევის მოლაპარაკებებით? აბალანსებთ რუსეთთან ურთიერთობის ფონზე აფხაზეთსა და ოსეთთან მიმდინარე შერიგების მცდელობას?
კვირიკაშვილი: ჩვენ ძირითად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ რუსეთთან ჟენევაში და ამავდროულად, გვყავს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმოამდგენელი რუსეთთან. რუსეთის მხრიდან საჭიროა მეტი გაკეთდეს ეკონომიკური თანამშრომლობისა და კულტურულ სფეროებში. რუსეთის ამჟამინდელი გადაწყვეტილება ვიზების გამარტივებასთან დაკავშირებით, პოზიტიური ნაბიჯია. თუმცა რუსეთის ქმედებები ე.წ. სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთან ე.წ თანამშრომლობის შეთანხმებები უარყოფით გავლენას ახდენს ჩვენ ურთიერთობაზე.
ჩვენ ვცდილობთ, შერიგებას ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან. გვსურს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა ხალხმაც ისარგებლონ იმ უპირატესობებით, რაც ევროკავშირთან და გლობალურ ეკონომიკასთან თანამშრომლობით მივიღეთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ავაშენოთ დემოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც ექნება საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა.
– რატომ არის თქვენი ქვეყნისთვის ევროკომისიის დასკვნა ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ასეთი მნიშვნელოვანი?
კვირიკაშვილი: ეს არის უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის გზაზე. ეს საკითხი ჩვენთვის რამდენიმე კუთხით არის მნიშვნელოვანი:
ევროკომისიამ თავის შეფასებაში საქართველო ცნო, როგორც ევროპული ღირებულებების მატარებელი ქვეყანა, რომელსაც აქვს უნარი განახორციელოს მნიშვნელოვანი რეფორმები.
რაც მთავარია, ეს დასკვნა ნიშნავს, რომ მალე ასრულდება ბევრი თაობის ოცნება და 2016 წელს ევროპაში უვიზოდ მოგზაურობას შევძლებთ. ეს არის ახალი ერა ქვეყნის განვითარების გზაზე.
– რას გვეტყვით საქართველოში განხორციელებული რეფორმების შესახებ? რას აკეთებს თქვენი მთავრობა იმისთვის, რომ დარწმუნებით ვთქვათ – ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება…
კვირიკაშვილი: საქართველომ სრულად განახორციელა რეფორმები, რათა დემოკრატია და თავისუფლება უფრო გაძლიერდეს. ჩემთვის პატივია, რომ ვუძღვები კოალიცია „ქართულ ოცნაბას“, რომელმაც 2012 წლის შემდეგ განახორციელა ღია მთავრობის რეფორმა. ბოლო წლებია, ვახორციელებთ რეფორმებს ინსტიტუტების გაძლიერების მიზნით.
შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ სასამართლო სისტემა თავისუფალია. შეგახსენებთ, 2013-2014 წლებში ადგილობბრივი და საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა საქართველოში, რომელიც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა თავისუფალი და სამართლიანი უწოდეს. ამ წელსაც ასე იქნება. ჩვენი დემოკრატიის განვითრების კუთხით 2016 წელსაც გვექნება პროგრესი.
– საქართველოს ეკონომიკურმა სისუსტემ მმართველი კოალიციის რეიტინგი შეამცირა. რა გამოწვევების წინაშე დგას თქვენი მთავრობა, რომ გააძლიეროთ საქართველოს ეკონომიკა. კონკრეტულად რა ნაბიჯების გადადგმას აპირებთ ამ კუთხით?
კვირიკაშვილი: ჩვენ განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ინვესტიციები ისეთ სფეროებში როგორებიცაა: ჯანდაცვა, განათლება, სოფლის მეურნეობა. იმისთვის, რათა ადამიანთა ცხოვრების პირობები გაუმჯობესდეს მეტი მუშაობაა საჭირო.
ჩვენ ვცდილობთ, მეტი სამუშაო ადგილი შევქმნათ, დავაახლოვოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ევროპას.
მას შემდეგ რაც ხელისუფლებაში მოვედით 2012 წელს, საკმაოდ მძიმე ვითარება შეიქმნა. რეგიონის ქვეყნებს შეექმნათ პრობლემები უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთს ვგულისხმობ. ამ ყველაფერმა შეამცირა ინვესტიციები. ამჟამად საქართველოს ეკონომიკა იზრდება. 2015 წელს ჩვენ მოვიზიდეთ 1.7 მილიარდი დოლარის ინვესტიცია.
დღეს საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა განავითაროს ვაჭრობა და გახდეს დამაკავშირებელი ევროპასა და აზიას შორის.ბოლოს ჩვენ ვუმასპინძლეთ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს, რომელსაც ესწრებოდნენ 700 მეტი ბიზნესმენი 34 ქვეყნიდან. ჩვენ გვჯერა, რომ მომავალ უფრო დიდი ეკონომიკური ზრდა გვექნება. ვაპირებთ რესურსი არ დავიშუროთ იმისთვის, რომ სტარტაპები და ახალგაზრდული იდეები გააძლიერებს ჩვენს ეკონომიკას და რაც მთავარია დაეხმარება საშუალო კლასსა და ახალგაზრდა ქართველებს დასაქმდნენ.
თარგმნა მარიამ ვარადაშვილმა