ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

„შოკირებული ვიქნები, თუ დონალდ ტრამპი აღმოსავლეთ ევროპაში ბირთვული იარაღის განთავსებას მოისურვებს“ – ჯეი დი ვენსი

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჟეი დუდამ მოუწოდა აშშ-ს თავისი ბირთვული იარაღი პოლონეთის ტერიტორიაზე განათავსოს.

აღნიშნულ საკითხს შტატების ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში გამოეხმაურა.

„პრეზიდენტთან ამ კონკრეტულ საკითხზე არ მილაპარაკია, მაგრამ შოკირებული ვიქნები, თუ ის მხარს დაუჭერს ბირთვული იარაღის განთავსებას აღმოსავლეთ ევროპაში“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.

იტვირთბა....