ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

“პუტინის რიტორიკა კიდევ ერთხელ ჰგავს ომის გაგრძელების პირდაპირ სურვილს” – მიხაელ პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას(ეთანხმება ზავის იდეას, თუმცა არსებობს ნიუანსები) ეხმაურება და ამბობს, რომ მისი ეს ნარატივი მიანიშნებს ომის გაგრძელების სურვილზე.

პოდოლიაკის თქმით, პუტინი უარყოფს “30 დღიან ზავს.”

პუტინის რიტორიკა – „ჩვენ, რა თქმა უნდა, მშვიდობის მომხრე ვართ“, მაგრამ „ნიუანსებით“ – კიდევ ერთხელ ჰგავს ომის გაგრძელების პირდაპირ სურვილს: უკრაინამ უნდა დათმოს იარაღი, ჯარი, მობილიზაცია, უარი თქვას აღჭურვილობის მიწოდებაზე და, უბრალოდ, ჩუმად უყუროს, როგორ განვაგრძობთ „მშვიდობიანად“ სროლას ფრონტის ხაზზე. ამჟამად ეს გამოიყურება, როგორც რუსეთის მკაფიო, ცალსახა განცხადება, რომელიც უარყოფს 30-დღიან ზავს. ჩვენ მაინც დაველოდებით ყველა დაინტერესებული მხარის ოფიციალურ კომენტარს“, – წერს პოდოლიაკი სოციალურ ქსელ X-ზე.

იტვირთბა....