ოკუპანტებმა ხარკოვში ადმინისტრაციული შენობა დაბომბეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “ნექსთა” სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ავრცელებს.
როგორც ტექსტში ვკითხულობთ, მძლავრი აფეთქება მოხდა.
ბომბი ცენტრალურ, თავისუფლების მოედანზე ჩამოვარდა. ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება. კადრების მიხედვით სავარაუდოა, რომ დაბობვის დროს შენობასთან მშვიდობიანი მოქალაქეები გადაადგილდებოდნენ. დამატებითი ინფორმაცია დაშავებულებზე ჯერ უცნობია.
ცნობისთვის, ახტირკაში, რუს ოკუპანტებთან შეტაკებისას 70 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.
ამასთან, CNN-ის ცნობით, კიევთან რუსული სამხედრო კოლონა 64 კმ სიგრძეზეა განლაგებული და ქალაქის ბლოკადისთვის ემზადება.
⚡️ In #Kharkiv, the occupiers carry out massive air strikes on the city's infrastructure. pic.twitter.com/bkOjoRBCby
— NEXTA (@nexta_tv) March 1, 2022