ხარკოვის მერი, ალექსანდრე ბრიუხანოვი სამშობლოს ღალატისთვის დააკავეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ამის შესახებ ხარკოვის CAA-ს თავმჯდომარემ ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.
„დღეს სამხედროების სპეცოპერაცია გაიმართა. ხარკოვის ოლქის მერი ბ-ნი ბრაუხანოვი, მისი მოადგილე, ადგილობრივი პოლიციის დეპარტამენტის უფროსი და უბნის ინსპექტორი „სახელმწიფო ღალატის“ მუხლით დააკავეს. ეს იქნება მაგალითი მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ვერ ხვდება, რომ ომი გვაქვს და თავს მტერთან მოლაპარაკების უფლებას აძლევს!”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, რუსი სამხედროები ქალაქ ხარკოვს მასობრივად ბომბავენ.უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლი, ანტონ გერაშენკოს ტელეგრამზე წერს და შესაბამის ვიდეომასალასაც ავრცელებს.