aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება უკრაინის ომი

გერაშენკო: ხარკოვში მასობრივი დაბომბვაა, დაიღუპა ათობით ადამიანი

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსი სამხედროები ქალაქ ხარკოვს მასობრივად ბომბავენ. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლი, ანტონ გერაშენკოს ტელეგრამზე წერს და შესაბამის ვიდეომასალასაც ავრცელებს. მისი ინფორმაციით, დაღუპულია ათობით ადამიანი და დაჭრილია ასობით პირი.

“რეაქტიული არტილერიის უაზრო და დაუნდობელი დარტყმა ხარკოვის დასახლებულ კვარდტალზე. ქუჩებში ხარკოვის მაცხოვრებლების გვამებია მიმოფანტული. ჩაძაღლდით [ოკუპანტებო]”, – წერს გერაშენკო.

მისი ინფორმაციით, რუსი მებრძოლები BM-21-ს – გრადს იყენებენ.

 

იტვირთბა....