უკრაინამ რუსეთის სატანკო ბატალიონის მეთაური ტყვედ აიყვანა, – ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება.
“რუსეთის არმიის ცენტრალური სამხედრო ოლქის ქალაქ ოლეისკში 35-ე მოტორიზებული შაშხანის ბრიგადის სატანკო ბატალიონის მეთაური მაიორი ლეონიდ პეტროვიჩ შჩეტკინი ტყვედ აიყვანეს.
ყაზანის სამხედრო სატანკო სკოლის კურსდამთავრებული. დაქორწინებულია, ჰყავს ორი შვილი. მის ტანკს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაარტყეს, სასწაულებრივად გადარჩა”, – ნათქვამია ანგარიშში.
ბოლო ცნობებით, კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ უკრაინამ მოლაპარაკებაზე უარი თქვა – ოფიციალური კიევი ამ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ ისინი მოლაპარაკებისთვის მზად არიან.
ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთის SWIFT-ის საერთაშორისო პროგრამიდან გარიცხვის მოსამზადებელი პროცესი დაწყებულია.