[Elite_video_player id=”1″ youtubevideos=’S58Pi5tjbA4′]
ჩერნიგოვის რაიონში ადგილობრივები მტრის შესაჩერებლად რუსულ ტანკებს წინ გადაუდგნენ.
UNIAN-ის კორესპონდენტის ცნობით, შესაბამისი ვიდეო გამოაქვეყნეს ჩერნიგოვის რაიონის ქალაქ ბახმაჩის მცხოვრებლებმა.
ვიდეოში კაცს რუსული ტანკის შეჩერება სურს და მას წინ გადაუდგა. ტანკი გაჩერდა და მამაკაცი ადგილობრივებმა წაიყვანეს.
ცნობისთვის, რუსეთის SWIFT-დან გათიშვას ყველა ევროპულმა ქვეყანამ მხარი დაუჭირა, ხოლო 27 ქვეყანა უკრაინას დამატებით საბრძოლო დახმარებას აღმოუჩენს.
ბოლო ცნობებით, კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ უკრაინამ მოლაპარაკებაზე უარი თქვა.
ოფიციალური კიევი ამ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ ისინი მოლაპარაკებისთვის მზად არიან.