[Elite_video_player id=”1″ youtubevideos=’_D0O2nl6W28′]
უკრაინაში, ჩერნიგოვოს რეგიონში, უკრაინის არმიამ რუსების კოლონაზე სარაკეტო იერიში მიიტანა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის ოპერატიული სამსახურის ინფორმაციით, ნეჟინსკის რაიონის ბოლშაია დოროგას დასახლებაში საჰაერო დარტყმის შედეგად განადგურდა თითქმის 50 ერთეული რუსული ჯავშანტექნიკა და მანქანა.
“ამასთან, მენსკის მიმართულებით განადგურდა მდინარეზე გადასასვლელი ხიდი და განხორციელდა თავდასხმები მტერზე, დაიწვა 20 ერთეული საბრძოლო ტექნიკა. ვრცელდება ცნობები, დაღუპულთა და დაჭრილთა დიდი რაოდენობის შესახებ. რუსული არმიის ქვედანაყოფების სარდლობა მათ ევაკუაციას არც კი ცდილობს.
ლანჩის შემდეგ, ჩერნიგოვის რეგიონში, გოროდნიას რაიონში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სარაკეტო შეტევა განახორციელეს მტრის კოლონაზე. ხანძრის შედეგად რუსული არმიის ქვედანაყოფებმა ზარალი განიცადეს. განადგურდა 20-მდე ტექნიკა, არის პერსონალის დანაკარგი, ბევრია დაჭრილი”, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, რუსეთის SWIFT-დან გათიშვას ყველა ევროპულმა ქვეყანამ მხარი დაუჭირა, ხოლო 27 ქვეყანა უკრაინას დამატებით საბრძოლო დახმარებას აღმოუჩენს.