ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

ხაბეიშვილი: ბევრად მნიშვნელოვანი საკითხი წყდება ახლა უკრაინაში, ვიდრე, ვინმეს პარლამენტში ყოფნა-არყოფნაა

[su_quote]ბევრად მნიშვნელოვანი საკითხი წყდება ახლა უკრაინაში, ვიდრე, ვინმეს პარლამენტში ყოფნა-არყოფნის საკითხია. ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა არის უკრაინელი ხალხის მიმართ ჩვენი სოლიდარობა და ეს უნდა გამოიხატოს კონკრეტულ ქმედებებში, რაც შეეხება კონკრეტულ გადაწყვეტილებას, ამაზე პარტიას ექნება პოლიტსაბჭოც, მსჯელობაც. მე გუნდური მოთამაშე ვარ ზოგადად პარტიაში და პარტიასთან ერთად ვიღებ გადაწყვეტილებას. ასეთ მძიმე დროს ერთადერთი საფიქრალი და საზრუნავი ჩვენი უკრაინელი ძმების გამარჯვებაა [/su_quote]

ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა “მეტრონომთან” განაცხადა.

ცნობისთვის, უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა რიგგარეშე პარლამენტის სხდომის ჩატარების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს მიმართეს. სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის მიმართვას ხელი მოაწერა, თუმცა უმრავლესობამ ოპოზიციას სხდომა არ ჩაატარებინა.

საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ ამ ნაბიჯის გამო, ოპოზიციამ პარლამენტი უნდა დატოვოს.

 

იტვირთბა....