aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო

რუსი დივერსანტები კიევში ხიდის აფეთქებას გეგმავდნენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსი დივერსანტები კიევში ხიდის აფეთქებას გეგმავდნენ – ამის შესახებ UNIAN-ს ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების ბრიგადის პრეს-ოფიცერმა ხარიტონ სტარსკიმ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, დივერსანტი ხიდზევე დააკავეს. ის რაკეტების დამიზნებისთვის საჭირო ნიშნებს აკეთებდა.

„ჩემი ინფორმაციით, დღეს კიევის ერთ-ერთ ხიდზე დაიჭირეს დივერსანტი, რომელმაც ნიშანი დადო. დიდი ალბათობით, ეს ნიშანი საჭიროა რაკეტების მართვისთვის. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გეგმავდნენ სტრატეგიულ ობიექტებზე დარტყმას. მათ შორის, შესაძლოა, ხიდზე“, – განმარტა სტარსკიმ.

მისი თქმით, ყველა სტრატეგიული ობიექტი ახლა ეროვნული გვარდიის, უსაფრთხოების სამსახურისა და უკრაინის ეროვნული პოლიციის კონტროლის ქვეშაა.

„ახლა ჩვენი ჯარები ინტენსიურად მუშაობენ დედაქალაქის გასაძლიერებლად, რათა თავიდან აიცილონ რუსული ჯარების გარღვევა – თქვა ხარიტონ სტარსკიმ.

ცნობისთვის, რუსეთი მზადაა უკრაინასთან მოსალაპარაკებლად მინსკში დელეგაცია გაგზავნოს.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისა და ხალხის მკვლელობის შეჩერებისკენ მოუწოდა.

იტვირთბა....