ახალი ამბები მსოფლიო სამხდრო

რუსეთი მზადაა უკრაინასთან მოსალაპარაკებლად მინსკში დელეგაცია გაგზავნოს

რუსეთი მზადაა უკრაინასთან მოსალაპარაკებლად მინსკში დელეგაცია გაგზავნოს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ავრცელებს.

მისივე განმარტებით, დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან თავდაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ 25 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და შეაჩეროს ხალხის მკვლელობა.

“მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მიდის ბრძოლები. მოდით, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან იმისთვის, რომ შევაჩეროთ ადამიანების სიკვდილი”, – მიმართა ზელენსკიმ პუტინს რუსულ ენაზე.

 

იტვირთბა....