ახალი ამბები მსოფლიო

(ვიდეო) კიევში საჰაერო თავდასხმა მიმდინარეობს

რუსმა ოკუპანტებმა კიევის ოლქის საზღვრები გაარღვიეს. ვრცელდება პირველი კადრები, სადაც რუსული გამანადგურებლები ჩანს, ისინი სავარაუდოდ კიევის თავზე დაფრინავენ.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსი ოკუპანტებს უკრაინის დედაქალაქში შესვლის ბრძანება აქვთ მიღებული. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ისმის ინტენსიური სროლების და აფეთქებების ხმა.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინას ფართომასშტაბიანი ომი გამოუცხადა და ქალაქების დაბომბვა აქტიურად დაიწყო.უკრაინული მედიის ცნობით, არმიამ ქალაქი სჩასწიე დაიბრუნა, მოკლეს 50 რუსი სამხედრო და გაანადგურეს ოკუპანტების საბრძოლოდ ტექნიკა.მედია ასევე იუწყება, რომ ლუგანსკში რუსული ტანკების კოლონა შევიდა.

უკრაინაში სამხედრო ნაწილები ბელარუსის მხრიდან შედიან – კიევში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სიგნალის ხმა ისმის, რომელიც მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლის და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.  ბოლო ცნობებით, რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქში 2 სოფელი აიღეს – ააფეთქეს სატელევიზიო ანძა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვალს უკრაინის სამხედრო ძალებმა დონბასის რეგიონში, სამხედრო მოქმედებების ზონაში რუსეთის 5 თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი გაანადგურეს.

ვრცელდება ცნობები, მე-6 რუსული ვერტმფრენის განადგურების შესახებ.

ბოლო ინფორმაციით, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო ლიეტუვაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მოლდოვამაც.

იტვირთბა....