ახალი ამბები მსოფლიო

NATO-მ გადაწყვიტა გაააქტიუროს თავისი გეგმები…მოვამზადეთ 100 თვითმფრინავი და არიან მზად ყოფნაში – სტოლტენბერგი

NATO-მ გადაწყვიტა გაააქტიუროს თავისი გეგმები…მოვამზადეთ 100 თვითმფრინავი და არიან მზად ყოფნაში, – აღნიშნულის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტებერგმა დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ასევე მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს გადავიდეს დიპლომატიის გზაზე და გაიყვანოს ჯარი უკრაინიდან.

“ძალიან ცუდია, რომ რუსეთმა დააყენა რისკის ქვეშ ადამიანების სიცოცხლე უკრაინაში. ისინი ბომბავენ სამხედრო ინფრასტრუქტურას და საცხოვრებელ ადგილებს. მიუხედავად იმისა, რომ კრემლი ან ინფორმაციას უარყოფს, რუსეთის მთავრობა ატარებს სრულ პასუხისმგებლობას იმ ქმედებაზე, რაც მათ განახორციელეს უკრაინაში. ეს არის აშკარა დარღვევა საერთაშორისო ნორმების. ეს, ასევე, საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს გადავიდეს დიპლომატიის გზაზე და გაიყვანოს თავისი ჯარები. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტს. რუსეთი იყენებს ძალას, რომ არ მისცეს უკრაინას საშუალება, დამოუკიდებლად განვითარდეს.

NATO-მ გადაწყვიტა გაააქტიუროს თავისი გეგმები, რაც იქნება თავდაცვითი ნაბიჯი, რომ დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოება. ჩვენ გავაგზავნით ნატოს ძალებს იქ, სადაც საჭირო იქნება. უკვე გავაძლიერეთ თავდაცვითი ძალები, როგორც ზღვაზე, ისე ხმელეთზე. ჩვენ გავაგზავნით მეტ ჯარს ამ ადგილებში. უკვე მოვამზადეთ ასი თვითმფრინავი და არიან მზად ყოფნაში. ასევე, უამრავი საშუელება, რომ გავიდნენ ზღვაში. არ შეიძლება დაემუქრო სხვის დამოუკიდებლობას და უსაფრთხოებას.

დემოკრატია ყოველთვის იზეიმებს ავტოკრატიაზე.  რუსეთს ახლა ემუქრება პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ჩაიდინა”, – აცხადებს სტოლტენბერგი.

შეგახსენებთ, რომ რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად 40-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა – გარდაიცვალა 10 სამოქალაქო პირი.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინას ფართომასშტაბიანი ომი გამოუცხადა და ქალაქების დაბომბვა აქტიურად დაიწყო.უკრაინული მედიის ცნობით, არმიამ ქალაქი სჩასწიე დაიბრუნა, მოკლეს 50 რუსი სამხედრო და გაანადგურეს ოკუპანტების საბრძოლოდ ტექნიკა.მედია ასევე იუწყება, რომ ლუგანსკში რუსული ტანკების კოლონა შევიდა.

უკრაინაში სამხედრო ნაწილები ბელარუსის მხრიდან შედიან – კიევში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სიგნალის ხმა ისმის, რომელიც მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლის და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.  ბოლო ცნობებით, რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქში 2 სოფელი აიღეს – ააფეთქეს სატელევიზიო ანძა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვალს უკრაინის სამხედრო ძალებმა დონბასის რეგიონში, სამხედრო მოქმედებების ზონაში რუსეთის 5 თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი გაანადგურეს.

ვრცელდება ცნობები, მე-6 რუსული ვერტმფრენის განადგურების შესახებ.

ბოლო ინფორმაციით, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო ლიეტუვაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მოლდოვამაც.

იტვირთბა....