ახალი ამბები მსოფლიო

მოლდოვაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

მოლდოვაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, დაიხურა საჰაერო სივრცე, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაცის უცხოური მედია ავრცელებს.

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ აცხადებს, რომ კიშინიოვი საგანგებო მდგომარეობას შემოიღებს და მზადაა მიიღოს ათიათასობით ადამიანი, რომელიც უკრაინას ტოვებს რუსული თავდასხმის შემდეგ.

„ჩვენ დავეხმარებით იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი დახმარება და მხარდაჭერა სჭირდებათ“, – განაცხადა სანდუმ 24 თებერვალს.

მოლდოვას შინაგან საქმეთა მინისტრმა ანა რევენკომ 24 თებერვალს განაცხადა, რომ ამ დროისთვის მოლდოვაში 1900 უკრაინის მოქალაქე გადავიდა.

რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად 40-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა – გარდაიცვალა 10 სამოქალაქო პირი.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინას ფართომასშტაბიანი ომი გამოუცხადა და ქალაქების დაბომბვა აქტიურად დაიწყო.უკრაინული მედიის ცნობით, არმიამ ქალაქი სჩასწიე დაიბრუნა, მოკლეს 50 რუსი სამხედრო და გაანადგურეს ოკუპანტების საბრძოლოდ ტექნიკა.მედია ასევე იუწყება, რომ ლუგანსკში რუსული ტანკების კოლონა შევიდა.

უკრაინაში სამხედრო ნაწილები ბელარუსის მხრიდან შედიან – კიევში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სიგნალის ხმა ისმის, რომელიც მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლის და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.  ბოლო ცნობებით, რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქში 2 სოფელი აიღეს – ააფეთქეს სატელევიზიო ანძა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვალს უკრაინის სამხედრო ძალებმა დონბასის რეგიონში, სამხედრო მოქმედებების ზონაში რუსეთის 5 თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი გაანადგურეს.

ვრცელდება ცნობები, მე-6 რუსული ვერტმფრენის განადგურების შესახებ.

ბოლო ინფორმაციით, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო ლიეტუვაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

 

იტვირთბა....