ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

დავითულიანი: გვმართებს ფრთხილი მოქმედება, არ დავაზიანოთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები

ჩვენ გვმართებს ძალიან ფრთხილი მოქმედება, რომ არ დავაზიანოთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ეს, როგორც მინიმუმ, მთლიან რეგიონში გამოიწვევს ეკონომიკურ კრიზისს. ამ წუთებშიც მიმდინარეობს კონსულტაციები ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის იმასთან დაკავშირებით, თუ რა და როგორ უნდა წარიმართოს ამ დღეების განმავლობაში.

 

აღნიშნულის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინას ფართომასშტაბიანი ომი გამოუცხადა და ქალაქების დაბომბვა აქტიურად დაიწყო.უკრაინული მედიის ცნობით, არმიამ ქალაქი სჩასწიე დაიბრუნა, მოკლეს 50 რუსი სამხედრო და გაანადგურეს ოკუპანტების საბრძოლოდ ტექნიკა.მედია ასევე იუწყება, რომ ლუგანსკში რუსული ტანკების კოლონა შევიდა.

უკრაინაში სამხედრო ნაწილები ბელარუსის მხრიდან შედიან – კიევში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სიგნალის ხმა ისმის, რომელიც მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლის და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.  ბოლო ცნობებით, რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქში 2 სოფელი აიღეს – ააფეთქეს სატელევიზიო ანძა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვალს უკრაინის სამხედრო ძალებმა დონბასის რეგიონში, სამხედრო მოქმედებების ზონაში რუსეთის 5 თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი გაანადგურეს.

ვრცელდება ცნობები, მე-6 რუსული ვერტმფრენის განადგურების შესახებ.

ბოლო ინფორმაციით, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო ლიეტუვაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

იტვირთბა....