ახალი ამბები მსოფლიო

მკაცრად ვგმობ რუსეთის დაუფიქრებელ თავდასხმას უკრაინაზე – სტოლტენბერგი

[su_quote]მე მკაცრად ვგმობ რუსეთის დაუფიქრებელ თავდასხმას უკრაინაზე, რომელიც საფრთხეს უქმნის უამრავ სამოქალაქო პირს. კიდევ ერთხელ, მიუხედავად ჩვენი არაერთგზის გაფრთხილებისა და დიპლომატიური ძალისხმევისა, რუსეთმა აირჩია აგრესიის გზა სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყნის წინააღმდეგ.[/su_quote]

 

ნატო-ს გენერალური მდივანი იენ სტოლტენბერგი განცხადებას ავრცელებს და რუსეთის მიერ უკრაინის აგრესიას ეხმაურება.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინას ფართომასშტაბიანი ომი გამოუცხადა და ქალაქების დაბომბვა აქტიურად დაიწყო.

უკრაინაში სამხედრო ნაწილები ბელარუსის მხრიდან შედიან – კიევში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სიგნალის ხმა ისმის, რომელიც მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლის და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.  ბოლო ცნობებით, რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქში 2 სოფელი აიღეს – ააფეთქეს სატელევიზიო ანძა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვალს უკრაინის სამხედრო ძალებმა დონბასის რეგიონში, სამხედრო მოქმედებების ზონაში რუსეთის 5 თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი ჩამოაგდეს.
იტვირთბა....