ახალი ამბები მსოფლიო

უკრაინა: სამხედრო ძალებმა დონბასში რუსეთის 5 თვითმფრინავი და ვერტმფრენი ჩამოაგდეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვალს უკრაინის სამხედრო ძალებმა დონბასის რეგიონში, სამხედრო მოქმედებების ზონაში რუსეთის 5 თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი ჩამოაგდეს.

 

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინას ფართომასშტაბიანი ომი გამოუცხადა და ქალაქების დაბომბვა აქტიურად დაიწყო.

უკრაინაში სამხედრო ნაწილები ბელარუსის მხრიდან შედიან – კიევში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სიგნალის ხმა ისმის, რომელიც მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლის და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.  ბოლო ცნობებით, რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქში 2 სოფელი აიღეს – ააფეთქეს სატელევიზიო ანძა.
იტვირთბა....