ახალი ამბები მსოფლიო

დიდი ბრიტანეთი რუსეთის ქმედებას გადამწყვეტად უპასუხებს – ჯონსონი

“შეძრწუნებული ვარ უკრაინაში მომხდარი მოვლენებით” – წერს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი “ტვიტერზე.”

დიდი ბრიტანეთის ლიდერი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტს უკვე ესაუბრა შემდეგი ნაბიჯების განსახილველად. ჯონსონი წერს, რომ დიდი ბრიტანეთი რუსეთის ქმედებას გადამწყვეტად უპასუხებს.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინას ფართომასშტაბიანი ომი გამოუცხადა და ქალაქების დაბომბვა აქტიურად დაიწყო.

უკრაინაში სამხედრო ნაწილები ბელარუსის მხრიდან შედიან – კიევში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სიგნალის ხმა ისმის, რომელიც მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლის და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.  ბოლო ცნობებით, რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქში 2 სოფელი აიღეს – ააფეთქეს სატელევიზიო ანძა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვალს უკრაინის სამხედრო ძალებმა დონბასის რეგიონში, სამხედრო მოქმედებების ზონაში რუსეთის 5 თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი ჩამოაგდეს.
იტვირთბა....