ახალი ამბები მსოფლიო

ბორელი: ამ ბნელ საათებში ვფიქრობთ უდანაშაულო ხალხზე…კრემლს პასუხს ვაგებინებთ

[su_quote]მკაცრად ვგმობთ რუსეთის გაუმართლებელ თავდასხმას უკრაინაზე. ამ ბნელ საათებში ჩვენ ვფიქრობთ უკრაინაზე და უდანაშაულო ქალებზე, მამაკაცებზე და ბავშვებზე, რადგან ისინი ამ არაპროვოცირებულ თავდასხმას აწყდებიან და საკუთარი სიცოცხლისთვის დარდობენ. კრემლს პასუხს ვაგებინებთ.[/su_quote]

 

აღნიშნულის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინას ფართომასშტაბიანი ომი გამოუცხადა და ქალაქების დაბომბვა აქტიურად დაიწყო.

უკრაინაში სამხედრო ნაწილები ბელარუსის მხრიდან შედიან – კიევში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სიგნალის ხმა ისმის, რომელიც მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლის და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.  ბოლო ცნობებით, რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქში 2 სოფელი აიღეს – ააფეთქეს სატელევიზიო ანძა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვალს უკრაინის სამხედრო ძალებმა დონბასის რეგიონში, სამხედრო მოქმედებების ზონაში რუსეთის 5 თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი ჩამოაგდეს.
იტვირთბა....