ახალი ამბები მსოფლიო

ლუგანსკში სეპარატისტები ოლქის სრულად დასაკავებლად სამხედრო ოპერაციას იწყებენ

ლუგანსკში სეპარატისტები ოლქის სრულად დასაკავებლად სამხედრო ოპერაციას იწყებენ, – ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ლუგანსკის მარიონეტული რეჟიმი უკრაინის არმიას, ვლადიმირ პუტინის მსგავსად, დაუმორჩილებლობისა და იარაღის დაყრისკენ მოუწოდებს.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინას ფართომასშტაბიანი ომი გამოუცხადა და ქალაქების დაბომბვა აქტიურად დაიწყო.

უკრაინაში სამხედრო ნაწილები ბელარუსის მხრიდან შედიან – კიევში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სიგნალის ხმა ისმის, რომელიც მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლის და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.  ბოლო ცნობებით, რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქში 2 სოფელი აიღეს – ააფეთქეს სატელევიზიო ანძა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვალს უკრაინის სამხედრო ძალებმა დონბასის რეგიონში, სამხედრო მოქმედებების ზონაში რუსეთის 5 თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი ჩამოაგდეს.

 

იტვირთბა....