ახალი ამბები მსოფლიო

უკრაინის ეროვნული პოლიცია დონბასში დამატებით ძალებს გზავნის

უკრაინის ეროვნული პოლიცია დონბასში დამატებით ძალებს გზავნის, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც მედია წერს, უკრაინელი პოლიციელები დონბასში წესრიგს დაიცავენ.

ცნობილია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ 23 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ალექსანდრე ფაცევიჩმა განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი ძალა დონბასში ამ კვირის ბოლომდე გაიგზავნება. პოლიცია დაიცავს წესრიგსა და სიმშვიდეს რეგიონში და სამხედროებს ზურგს გაუმაგრებს.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა 21 თებერვალს აღიარა. ამასთან პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს ჯარების საზღვარგარეთ გამოყენების ნებართვა სთხოვა – რაზეც თანხმობა უკვე მიიღო.

ცნობისთვის, აშშ-მა და ევროკავშირმა რუსეთს გარკვეული სახის სანქციები დაუწესეს.

22 თებერვლის მონაცემებით, უკრაინაში რუსი სეპარატისტების პროვოკაციებს ერთი უკრაინელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 6 ჯარისკაცი.

იტვირთბა....