“როიტერის” ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბალტიის რეგიონში 800 ჯარისკაცს აგზავნის, NATO-ს აღმოსავლეთის ფლანგზე კი დაახლოებით რვა F-35-ის ტიპის გამანადგურებელსა და AH-64-ის ტიპის 32 მოიერიშე შვეულმფრენს.
“დამატებითი სამხედრო ძალების გადასროლა მიზნად ისახავს NATO-ში ჩვენი მოკავშირეების გამხნევებასა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრების წინააღმდეგ ნებისმიერი პოტენციური აგრესიის შეკავებას”, – ციტირებს Reuters აშშ-ს ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირის სიტყვებს.
აშშ-ს აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადებას მოჰყვა.
ცნობისთვის, ჯო ბაიდენმა გუშინ საგანგებო მიმართვის დროს განაცხადა, რომ “დიალოგს უკვე, ფაქტობრივად, აზრი აღარ აქვს”.