ახალი ამბები პოლიტიკა

ომის კარი ღია რჩება – ბუღაძე უკრაინაზე

პუტინმა თავის არმიას “მშვიდობის უზრუნველყოფა” დაავალა მის მიერვე აღიარებულ უკრაინულ მეტასტაზებში, ანუ რუსული ჯარის “კანონიერად” ყოფნის უფლება მისცა. ბაიდენი, როგორც ჩანს, ამას უწოდებდა “მცირე შეჭრას”. პუტინი რისკავს, თან ფრთხილობს და კიდევ უფრო მაღლა სწევს ისტერიკის და ვაჭრობის თამასას. ეს არაა “დიდი შეჭრა”, მაგრამ ომის კარი ღია რჩება. რაციონალური გიჟის კიდევ ერთი გრძლად-აგონიური სვლა. ჩვენი ბიოგრაფიების წყევლაა ეს ლენინგრადელი გოპნიკი.

 

მწერალი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში რუსეთ-უკრაინას შორის ბოლოს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა და შესაბამის დოკუმენტს ხელი პირდაპირ ეთერში მოაწერა. ცნობილი ხდება, რომ აღიარებისთვის მზად არის სირიაც.

ამასთან, პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დონეცკსა და ლუგანსკში “მშვიდობის უზრუნველყოფა“ დაავალა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ მიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ არავის არაფერს დაუთმობენ და ეხლა დამტკიცდება ვინ არის მათი ნამდვილი მეგობარი.

ბოლო მონაცემებით, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი ოკუპანტების პროვოკაციების შედეგად დაიჭრა 12 და გარდაიცვალა 2 უკრაინელი სამხედრო.

იტვირთბა....